ისრაელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში დროებით წევრობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

ისრაელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში დროებით წევრობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გაერო-ში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება საკუთარი ნებით, შეერთებულ შტატებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. დასავლურ მედიაში ისრაელის გადაწყვეტილების მოტივაციის მიზეზზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება.

არჩევნები უშიშროების საბჭოს დროებით წევრობაზე 5 ივნისს გაიმართება. დროებით წევრს ორწლიანი ვადით აირჩევენ. საერთო ჯამში, უშიშროების საბჭოში 15 წევრია, მათგან 5 მუდმივი და 10 არჩეული. არჩევნებში ბელგია და გერმანია მონაწილეობს, რომელთაც გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვთ.