ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადება

12:20, 10.04.2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ლიბანთან მოლაპარაკებების დაწყების ბრძანება გასცა. ამასთან დაკავშირებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავად განაცხადა. მედიის ინფორმაციით, აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის ორი კვირით შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, ისრაელი ლიბანის მიმართულებით იერიშებს განაგრძობს. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, „ჰეზბოლაზე“ დარტყმები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ისრაელში ჩრდილოეთის მცხოვრებლებისთვის სრული უსაფრთხოება არ აღდგება.

მსგავსი