ისრაელის პოლიციის გადაწყვეტილება – გამოხმაურება 

15:28, 30.03.2026

ისრაელის პოლიციის გადაწყვეტილებას ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან. საფრანგეთის პრეზიდენტმა პატრიარქს და წმინდა მიწის ქრისტიანებს მხარი დაუჭირა. მისი თქმით, წმინდა ადგილებზე რელიგიური რიტუალების აღსრულების უფლება სულ უფრო იზღუდება და ეს შემაშფოთებელია.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ეს ქმედება „რელიგიური თავისუფლების დარღვევად“ შეაფასა, ხოლო უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ლათინი პატრიარქისთვის აღდგომის ტაძარში შესვლის აკრძალვა ქრისტიანებისთვის მიუღებელია. ისრაელის პოლიციის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესიც, რომელსაც ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა. „როდესაც ირანის სარაკეტო დარტყმა აღდგომის ტაძრის სიახლოვეს განხორციელდა იერუსალიმში, სანჩესს სათქმელი არაფერი ჰქონდა. სანჩესი, რომელიც ესპანელ მოქალაქეებსაც კი არ ულოცავს შობას, არასოდეს უშვებს ხელიდან ისრაელის წინააღმდეგ წაქეზების შესაძლებლობას,“ – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მსგავსი