ისრაელის მთავრობის განცხადება

12:20, 30.03.2026

იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს ლოცვის უფლება მიეცემა. ამის შესახებ ისრაელის მთავრობამ კრიტიკული შეფასებების შემდეგ განაცხადა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანმა ბალისტიკური რაკეტებით არაერთხელ მიიტანა იერიში იერუსალიმში სამივე მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილებზე და ერთ-ერთი დარტყმის დროს, რაკეტის ფრაგმენტები აღდგომის ტაძრიდან რამდენიმე მეტრის მანძილზეც ჩამოვარდა.

მოგვიანებით ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შესაბამის ორგანოებს დაავალა, ლათინ პატრიარქს აღდგომის ტაძარში სრული და დაუყოვნებელი წვდომა მისცენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პოლიციის თანამშრომლებმა იერუსალიმის ლათინ პატრიარქსა და წმინდა მიწის მცველს, მამა ფრანჩესკო იელპოს იერუსალიმში აღდგომის ტაძარში შესვლაში და მსახურების აღვლენაში ხელი შეუშალეს.

მსგავსი