ისრაელი, სავარაუდოდ, ომის განახლებისთვის ემზადება

ისრაელი ემზადება ირანთან ომის გარდაუვალი განახლებისთვის, რომელიც შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს. ამის შესახებ ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა „მე-12 არხს“ ანონიმურობის პირობის დაცვით განუცხადა. „ამერიკელებს ესმით, რომ მოლაპარაკებები ირანთან არსად მიდის. ჩვენ ვემზადებით და ტრამპის საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით. უფრო მეტი გვეცოდინება 24 საათში“, – განუცხადა წყარომ ისრაელის მედიას.