ისრაელ-ირანის დაპირისპირება

ისრაელსა და ირანს შორის საჰაერო დარტყმები გრძელდება – ინტენსიური იერიშების მეოთხე დღე. ოფიციალური თეირანი, ვიდრე ისრაელი დაბომბვას არ შეწყვეტს, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. ირანმა ისრაელის ქალაქების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. დაღუპულია რვა და დაშავებულია 300-მდე ადამიანი. სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ აცხადებს ირანის ჯანდაცვის სამინისტროც.

თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის სამხედრო ობიექტებზე მიტანილი იერიშებისა და მოკლული სამხედრო მაღალჩინოსნების შესახებ იტყობინება. ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაცია იქნება დღეს კანადაში დიდი შვიდეულის სამიტის მთავარი თემა.

ქეთი ჩოხელი დეტალებით.