ისრაელს ჰქონდა ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლის გეგმა, თუმცა წინააღმდეგ იყო აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. წერს საერთაშორისო პრესა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა და განაცხადა, რომ ისრაელი აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც საჭიროა. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანმა და ისრაელმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას. ტრამპი დარწმუნებულია, რომ ეს მოხდება ზუსტად ისე, როგორც ინდოეთსა და პაკისტანს შორის.