ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის საქმეზე ბრალდებულების, აკაკი ხუსკივაძის და აკაკი კობალაძის პროცესი სამი საათის დაგვიანებით დაიწყო. მანამდე მოსამართლე სხვა საქმეს განიხილავდა.

წინასასამართლო სხდომაზე მტიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავენ. დაცვის მხარე საქმეზე გამოკითხული მთავარი მოწმეების ჩვენებების ნაწილის დაუშვებლად ცნობას ითხოვს. ამასთან, ბრალდებულების ადვოკატები „ქართული ოცნების“ წევრების სასამართლოში გამოკითხვას მოითხოვენ.

ბრალდებულებმა აკაკი ხუსკივაძემ და აკაკი კობალაძემ სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთეს და განაცხადეს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ საქმეზე კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები მათი ღირსების შემლახველია.