ისლანდიის უარი ევროკავშირს – რა აჩვენა რეფერენდუმის შედეგებმა 

21:13, 31.08.2026

ისტორიული რეფერენდუმი ისლანდიისთვის – ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებებს აღარ გახსნის. შესაბამისად, 2013 წელს შეჩერებული პროცესი აღარ განახლდება. საკითხი, რომლის გარშემო მოქალაქეებს შორის აზრები გაყოფილი იყო, 29 აგვისტოს ჩატარებულმა რეფერენდუმმა გადაწყვიტა. გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობამ, ანუ 52.8%-მა მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ მისცა ხმა, მომხრე აღმოჩნდა 47.2%. ასეთი შედეგები საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანიების მანამდე გამოქვეყნებული მონაცემების გათვალისწინებით მოულოდნელი არ ყოფილა.

ისლანდიამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 17 წლის წინ წარადგინა, 2010 წელს დაწყებული მოლაპარაკებები კი სამი წლის შემდეგ შეწყდა. რეფერენდუმის შედეგები დამაფიქრებელია ცალკეული ევროპელი ლიდერებისთვის. მთავარი საკითხი, რამაც ბოლო წლებში ისლანდიაში ევროსკეპტიციზმის ზრდას შეუწყო ხელი, ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნებასა და თევზჭერის სფეროს ეხება.

როგორ აისახება ევროპის ეკონომიკური ზონის წევრი ისლანდიის უარი და რა გავლენა ექნება რეფერენდუმის შედეგებს ევროკავშირზე – ბექა ბერიაშვილის რეპორტაჟი.

მსგავსი