ირანში აიათოლა ჰომეინის სახლ-მუზეუმი დაწვეს

ირანში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა ხომეინის სახლ-მუზეუმს ცეცხლი წაუკიდეს. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება ამ ფაქტს უარყოფს. ხომეინი ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის ლიდერი იყო, რომელმაც მოგვიანებით თეოკრატიული სახელმწიფო ჩამოაყალიბა და თავად ქვეყნის სულიერი ლიდერი გახდა.

პარალელურად, აქცია გაიმართა ქალაქ ზაჰედანში, სადაც მონაწილეები სკანდირებდნენ სიკვდილი ხამენეის, რომელშიც ამჟამინდელი სულიერი ლიდერი მოიაზრება.