ირანმა თეირანში დიდი ბრიტანეთის ელჩი დაიბარა
ლონდონში ირანის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის გამო, ირანში დიდი ბრიტანეთის ელჩი, ჰუგო შორტერი თეირანში დაიბარეს. სააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით, ირანის „ძლიერი“ გზავნილი ელჩს დროშის შეურაცხყოფისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ივეტ კუპერის განცხადებებთან დაკავშირებით გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ ირანში მიმდინარე პროტესტის პარალელურად, აქცია გაიმართა ლონდონში ირანის საელჩოს წინ, სადაც ორი პირი დააკავეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მათგანი საელჩოს შენობის აივანზე ავიდა და ირანის ამჟამინდელი დროშა ქვეყნის ძველი დროშით შეცვალა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა კი სოციალურ ქსელში დაწერა: „საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ დავგმეთ ირანელი მომიტინგეების მკვლელობა და მოვუწოდეთ ირანის ხელისუფლებას, პატივი სცენ საკუთარი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან პროტესტებში, ძალადობისა და შურისძიების შიშის გარეშე.“