ირანმა აშშ-ს წინადადებაზე პასუხი პაკისტანის მეშვეობით გაუგზავნა 

12:17, 11.05.2026

თეირანმა ამერიკული გეგმა უარყო, რადგან ირანული მხარის მტკიცებით, გეგმა დონალდ ტრამპის გადაჭარბებული მოთხოვნებისადმი თეირანის დამორჩილებას ნიშნავდა. წერს მედია. ირანმა შეერთებულ შტატებს პაკისტანის მეშვეობით გაუგზავნა პასუხი შეთავაზებულ წინადადებაზე. გავრცელებული ცნობით, პასუხი ფოკუსირებული იყო ყველა ფრონტზე ომის დაუყოვნებლივ დასრულებაზე. ირანის ტექსტი მოიცავს ჰორმუზის სრუტეზე ირანის სუვერენიტეტის აღიარებას, აშშ-ის მიერ ირანისთვის ომის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლებას და აშშ-ის მხრიდან სანქციების მოხსნას. ირანის მიერ შემუშავებული ტექსტი ხაზს უსვამს ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დასრულების აუცილებლობას პირველადი შეთანხმების გაფორმების შემდეგ.

ომის დაუყოვნებლივ დასრულების გარდა, ირანის საპასუხო წინადადება ასევე მოითხოვს გარანტიებს, რომ ქვეყანაზე თავდასხმები აღარ განახლდება. ირანული მხარის მტკიცებით, დიალოგი დანებებას არ ნიშნავს და ქვეყანა მტრის წინაშე თავს არასდროს დახრის. რაც შეეხება დონალდ ტრამპის პოზიციას, ის ირანის უახლესი წინადადებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, ირანის ე.წ. წარმომადგენლების პასუხი სრულიად მიუღებელია.

მსგავსი