ამერიკელები მალე ოთხდოლარიანი ბენზინის ეპოქას ნოსტალგიით გაიხსენებენ, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა. სწორედ ღალიბაფი ხელმძღვანელობდა ირანის დელეგაციას აშშ-თან მოლაპარაკებებში. ღალიბაფმა ასევე გამოაქვეყნა მათემატიკური განტოლება, რომელიც მიუთითებს, რომ ფასების ზრდა რთული და არაწრფივი იქნება.
აშშ-ის საავტომობილო ასოციაციის ცნობით, 2026 წლის 12 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში ჩვეულებრივი ბენზინის საშუალო ეროვნული ფასი გალონზე დაახლოებით 4.12 აშშ დოლარია. ერთი გალონი 3.7 ლიტრია.