ირანის მუქარა
ირანის მკაცრი მუქარა მოწინააღმდეგეების მიმართ. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში, მტრად ჩაითვლება – ეს ქვეყნის უზენაესი ლიდერის მრჩევლის გზავნილია. მოჰსენ რეზაის თქმით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი შემდგომ მოქმედებას გადაწყვეტს, ირანის პასუხი სეისმური მასშტაბის იქნება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირანი რამდენიმე თვეა, საზღვაო ბლოკადის პირობებშია, ნავთობის გაყიდვა მაინც გრძელდება და მხოლოდ ბოლო ერთი ან ორი თვის განმავლობაში, 70 მილიონი ბარელი ნავთობი გაიყიდა.