ირანის მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 იანვარს, თანამზრახველთან ერთად, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების მიზნით, ობიექტის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ 24 წლის მამაკაცი, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავა. სამართალდამცველებმა დაკავებულის თანამზრახველის ვინაობაც დაადგინეს და მისი დაკავების მიზნით, შესაბამის ღონისძიებები მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დატოვე კომენტარი