განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შაიშმელაშვილს გამოძიება 4 ოქტომბერს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება. შაიშმელაშვილი ბრალს არ აღიარებს. პროცესზე არ იმყოფებოდა თავად ბრალდებული. მან ქვეყანა დატოვა.
ხატია ჯამალაშვილი ჩაგვერთვება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.