ირაკლი შაიშმელაშვილს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა
დღის პირველ ნახევარში ირაკლი შაიშმელაშვილის პროცესი გაიმართა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით, პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შაიშმელაშვილს გამოძიება 4 ოქტომბერს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება. ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს. პროცესზე არ იმყოფებოდა თავად ბრალდებული. მან ქვეყანა დატოვა.