ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლის კობა კოშაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლის კობა კოშაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. კოშაძის ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის თქმით, საქმეში კოშაძის ბრალეულობა არ იკვეთება და მას იარაღი ჩაუდეს.

ადვოკატი ამ ფაქტს ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ განხორციელებულ შურისძიებას უკავშირებს. ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის გასული წლის 17 ივლისს დააკავეს.