ირაკლი ნადირაძის განცხადება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ნადირაძე, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე არის დაკავებული, აცხადებს, რომ შეთავაზების მიუხედავად, საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, დანაშაულის აღიარებასა და შეწყალების თხოვნას არ განიხილავს.
ნადირაძე „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესებში მონაწილეობას იმის საჩვენებლად იღებს, რომ არ ნებდება და იბრძვის ქვეყნის ღირსებისთვის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის. მისი თქმით, დღეს არსებულ რეალობაში სამართალი არა სასამართლო დარბაზებში, არამედ ერთიანი შეუპოვარი ბრძოლითა და თავგანწირვით მოიპოვება.