ირაკლი მელიქიშვილი IBA-ს მსოფლიო ქამრის მფლობელია

სპორტის სასახლეში პროფესიული კრივის საღამო გაიმართა. ქამრის გათამაშებას ჩვენმა ქვეყანამ პირველად უმასპინძლა. უცხოელ მეტოქეებს პროფესიონალი ქართველი მოკრივეები – ლაშა კერესელიძე, ჯონი ჭკადუა, გივი თოდუა, გიორგი გიგნიაშვილი და თეო ფიროსმანაშვილი დაუპირისპირდნენ.

ღონისძიების მთავარი ბრძოლა გამართა ირაკლი მელიქიშვილმა, რომელიც საქართველოში პირველად ჩამოტანილი IBA-ს მსოფლიო ქამრის დაუფლებას შეეცადა. მისი მეტოქე ირანელი მეჰდი სარბაზი იყო, რომელმაც ბრძოლა კარგად დაიწყო, თუმცა ათრაუნდიან ბრძოლაში ქართველმა მოკრივემ ქულებით აჯობა და ქამარი მოიპოვა. საქართველოში მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლები სექტემბერშიც გაიმართება და მას ბათუმი უმასპინძლებს.

მერაბ მამულაშვილი დეტალებით.