ირაკლი კორძაიას ადვოკატების განცხადება

12:14, 05.12.2018

სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის ირაკლი კორძაიას უფლებადამცველები მუქარაზე საუბრობენ და გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, მთავარი პროკურორის მოადგილე  გიორგი გაბიტაშვილი კორძაიას მეგობარს დაუკავშირდა და დაემუქრა, რომ შეეწყვიტა ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გაყვანის ეპიზოდზე საუბარი.

უფლებადამცველების ინფორმაციით, კორძაიას აქვს განცდა, რომ მას უცხოეთში მუდმივად უთვალთვალებენ და საფრთხე ემუქრება. ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებისთვის მთავარ პროკურატურას ჯერ არ უპასუხია.

 

მსგავსი