ირაკლი ღარიბაშვილის წერილი – გამოკითხვები გრძელდება
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული საჯარო განცხადებების საფუძველზე, გამოკითხვები ხვალაც გაგრძელდება. ორშაბათს საგამოძიებო უწყების შეკითხვებს დიტო ჩუბინიძემ და ზაზა დავითაიამ უნდა უპასუხონ.
შეგახსენებთ, რომ სამი დღის განმავლობაში, საქმესთან დაკავშირებით, გამომძიებლის კითხვებს უკვე ცხრა პირმა უპასუხა. ნაწილმა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით. მათ შორის უკვე გამოიკითხა: ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე და თაზო დათუნაშვილი. გამომძიებლის კითხვებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმაც უპასუხა.
ჯამში, საგამოძიებო უწყებას, გამოსაკითხად 11 პირი ჰყავს დაბარებული. საპატიმროში უკვე გამოიკითხა ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც.