ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო

15:11, 25.08.2026

ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს თავად ბრალდებული არ დასწრებია. ცნობილი გახდა, რომ საქმეში ღარიბაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებად დევს მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის, ასევე საქმეს დართული აქვს წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები.

ბრალდების მხარის განცხადებით, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ამ საქმეზე ძიება 2025 წლის ნოემბერში დაიწყო, მაშინ, როდესაც ჯუანშერ ბურჭულაძისა და სხვა პირთა საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა. პროკურატურის მიერ ღარიბაშვილის ეპიზოდი ცალკე წარმოებად გამოიყო და საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ღარიბაშვილის ადვოკატმა, სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან განმარტებები არ გააკეთა.

მსგავსი