ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი

21:02, 25.08.2026

კორუფციის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებს ყოფილი პრემიერი ბოიკოტს უცხადებს – ირაკლი ღარიბაშვილი სამართლებრივ დავაში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობს და თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს. სასამართლო სხდომებზე არდასწრების მიუხედავად, როგორც ჩანს, ექსპრემიერი დუმილს აღარ აპირებს. ციხიდან დღეს გამოქვეყნებულ მეოთხე წერილში საზოგადოებისთვის საკუთარი სიმართლის თქმა დააანონსა.

ამჯერად გვარების დასახელების გარეშე მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი საუბრობს პოლიტიკურ მასკარადზე, სისტემის მიერ მართულ პოლიტიკურ პროცესსა და დაუნდობელ პოლიტიკურ ბრძოლაზე. წერილში ირიბად ნახსენებია კორუფციის იმავე საქმის ფიგურანტი კიდევ ერთი ექსმაღალჩინოსანიც, რომელმაც, გამოძიების მიხედვით, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. საუბარია თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ნათესავზე, რომლებსაც სამედიცინო აპარატურის შესყიდვის რეზონანსულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილი აქვთ.

ძიება ორგზის პრემიერს ქრთამის სახით 750 000 ლარის აღებაში ადანაშაულებს – მოწმეთა ჩვენებების გარდა, მტკიცებულებებს შორის წერილობითი სატენდერო დოკუმენტაციაც სახელდება.

მსგავსი