ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო

12:17, 19.10.2026

ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის საქმეზე პირველი სხდომა იმართება. საუბარია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაზე. იმსჯელებენ მტკიცებულებათა დასაშვებობაზე. ყოფილი პრემიერი არ ესწრება სხდომას და მის უფლებებს ოთხი ადვოკატი იცავს. ინტერესების დამცველებმა პროკურორის აცილება მოითხოვეს. აღნიშნულის საფუძვლად კი დასახელდა ანი ლეკიაშვილის მხრიდან ჯუანშერ ბურჭულაძის მისამართით საჯაროდ გაკეთებული კომენტარი. მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მეორე შუამდგომლობა კი ბრალდების მხარემ დააყენა და პროცესის დახურვა მოითხოვა. არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა მოსამართლემ.

შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ მისცეს. ინფორმაციის მიხედვით, შესყიდვების, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ჯუანშერ ბურჭულაძემ, ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა, 750 000 ლარი კი თავად დაიტოვა.

მსგავსი