ირაკლი ფანგანის სასამართლო პროცესი

დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილის დევნის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა. 2000 ლარის გარდა, ის კვირაში ერთხელ გამომძიებელთან უნდა გამოცხადდეს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 თებერვალს დაიგეგმა.

შეგახსენებთ, 23 იანვარს, ბათუმში აქციაზე მან დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს ურნიდან ნაგავი თავზე გადააყარა.

 

დატოვე კომენტარი