ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო პროცესი

12:16, 05.08.2026

საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. იკვლევენ მტკიცებულებებს. დაცვის მხარის თქმით, ჩიხლაძისთვის წარდგენილ ბრალს არსებული მასალები არ ადასტურებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ჩიხლაძე 30 მაისს დააკავა. ირაკლი ჩიხლაძეს ედავებიან, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი