ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო პროცესი

15:16, 05.08.2026

საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. დაცვის მხარის თქმით,  ჩიხლაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და არსებული მასალები მის ბრალეულობას ვერ ადასტურებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ჩიხლაძე 30 მაისს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ირაკლი ჩიხლაძეს ედავებიან, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას.

 

მსგავსი