ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან

რუსეთთან მოლაპარაკებები განახლდება მაშინ, როცა ოკუპანტები 24 თებერვლის შემდეგ მიტაცებულ ტერიტორიებს უკან დააბრუნებენ. ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ გამოცემასთან ინტერვიუს დროს გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დეოკუპაციის გარეშე მოსკოვთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები რთული იქნება. მისი განცხადებით, ყირიმი და დონბასი უკრაინის კუთვნილებაა, მაგრამ ახლა მთავარი ამოცანა ბოლო სამი თვის განმავლობაში მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებაა, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ.