ინტერვიუ რატი ბრეგაძესთან

იუსტიციის მინისტრმა პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის მალულად გამოტანის მცდელობა კიდევ ერთხელ შეაფასა. საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ რატი ბრეგაძემ ინციდენტის შესახებ დეტალურად ისაუბრა და თქვა, რომ მომხდარზე სხვადასხვა ვერსია შეიძლება არსებობდეს.

მისივე განცხადებით, თუ დადგება პოლონელი ექიმების კლინიკაში კვლავ შეშვების საკითხი, ისინი ვერ მიიღებენ დადებით გადაწყვეტილებას, ვიდრე არ იქნება ინფორმაცია, რა მიზანს ემსახურებოდა სამედიცინო ნორმებთან შეუსაბამო ქმედება. შეკითხვაზე, აქვს თუ არა გონივრული ვადა პოლონური მხარისგან განმარტების მიღებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე განმარტების გაკეთებას რამდენიმე დღეზე მეტი არ უნდა დასჭირდეს.

როგორია ქვეყნის სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, რა კეთდება ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან მისაახლოვებლად – სტუმარი: რატი ბრეგაძე, იუსტიციის მინისტრი #თავისუფალიხედვა #LIVE

თავისუფალი ხედვა