ინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარესთან
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას გადაცემა „აქტუალურ თემაში“ გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარე წინა ხელისუფლების ქმედებებს მოღალატეობრივს უწოდებს და ამბობს, რომ ეს საგამოძიებო კომისიის მუშაობამ კიდევ უფრო კარგად გამოაჩინა. პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, შესწავლილი და შეფასებული იქნეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის განგრძობითი დანაშაული.