ინტერპოლით ძებნილის დაკავება

12:06, 17.01.2026
ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის მუქარის, შეურაცხყოფისა და მცირე რაოდენობით საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით იძებნებოდა. ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

მსგავსი