შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, წარსულში ნასამართლევი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. დაკავებული თურქეთის მიერ განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით იძებნებოდა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.