ინტერპოლით ძებნილი პირის დაკავება
შსს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს. 1990 წელს დაბადებული პირი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, იარაღის უკანონოდ ვაჭრობის, ძარცვისა და დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის წევრობის ბრალდებით იძებნებოდა.
ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოხდა დამნაშავე პირის ადგილსამყოფელის დადგენა და მისი დაკავება.