ინტერპოლის ევროპის რეგიონის კონფერენცია საქართველოში
საქართველოში ინტერპოლის ევროპის მომდევნო რეგიონული კონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ესპანეთში მიმდინარე სხდომაზე მიიღეს. ჩატარდა კენჭისყრა, სადაც ყველაზე მეტი ხმა ჩვენმა ქვეყანამ დაიმსახურა. უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სამართალდამცავი უწყებების ეფექტიან და წარმატებულ თანამშრომლობას ევროპელ პარტნიორებთან.
კენჭისყრამდე ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია საქართველოს პოლიციის მიერ ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.