ინდოეთისა და პაკისტანის დაპირისპირება

ინდოეთი და პაკისტანი ომის ზღვარზე არიან. უთანხმოების მიზეზი ქაშმირის სადავო რეგიონია. დაპირისპირება კი ინდოეთის გადაწყვეტილებამ გაამწვავა, ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ ჯამუსა და ქაშმირის რეგიონებში განსაკუთრებული სტატუსი გაუქმდეს.

ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ინდოეთის არმიის მიერ ინიცირებულ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. ნიუ დელიში ინფორმაციას არ ადასტურებენ. პაკისტანის და ჩინეთის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭო ქაშმირის კონფლიქტს 1964 წლის შემდეგ პირველად განიხილავს. ქაშმირისა და ჯამუსთვის ბრძოლას ინდოეთსა და პაკისტანს შორის ომი აქამდე სამჯერ მოჰყვა. ორივე ქვეყანა ბირთვულ იარაღს ფლობს.