ინდოეთი და პაკისტანი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აშშ-ის პრეზიდენტმა გაავრცელა. დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეთანხმება შტატების შუამავლობით შედგა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით კი ინდოეთი და პაკისტანი ასევე შეთანხმდნენ, რომ საკითხების ფართო სპექტრი ნეიტრალურ ტერიტორიაზე განიხილონ. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უკვე დაადასტურეს ნიუ დელიში და ისლამაბადში. შეთანხმება ძალაში უკვე შევიდა.