ინციდენტი თბილისში

 ურთიერთშელაპარაკება და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ორი პირი. გუშინ ღამით, გუდიაშვილის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობ პირებს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით ორი პირი დაიჭრა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაცია სოციალური ქსელით სალომე ზურაბიშვილმაც გაავრცელა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტებზე. შსს-ს ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, რომლის დაკავების მიზნით, საქმეზე ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს.