ინციდენტი რუსთაველზე

 ამ დრომდე ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება „მთავარი არხის“ ჟურნალისტი – გიორგი მამნიაშვილი გოგა ხაინდრავასა და ვატო შაქარიშვილს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. მომხდარს არ უარყოფს ინციდენტში მონაწილე ვატო შაქარიშვილი, რომელიც „მოამბესთან“ საუბარში ჰყვება, რომ შემთხვევა ქაშუეთის ტაძართან მოხდა, სადაც მისივე თქმით, ჟურნალისტმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღიძრა თუ არა საქმე მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია. შსს ოფიციალურ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს.