ინციდენტი ქუთაისში

ქუთაისში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე, სამი ადამიანი დააკავეს. რამდენიმე პირი, რომელიც ქალაქის მერიასთან მივიდა, ადგილზე წარწერის – „თავისუფლება მიშას“ გაკეთებას ცდილობდა, თუმცა ვერ მოახერხეს.

შეკრებილების თქმით, ხელსაწყო, რომლითაც წარწერა უნდა გაეკეთებინათ, სამართალდამცავებმა მოპარეს. განცხადებას დაპირისპირება მოჰყვა. საბოლოოდ პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავა.