ინციდენტი „ქართული ოცნების“ დეპუტატის წინააღმდეგ

15:28, 02.06.2025

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მარიამ ლაშხი მისი შეურაცხყოფის საქმეს კიდევ ერთხელ ეხმაურება. მისი თქმით, კანონმდებლობის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია და კანონდარღვევაზე პასუხი უნდა აგოს ნებისმიერმა პირმა სქესისა და ასაკის განურჩევლად. საქმეს ეხმაურება სახალხო დამცველიც. ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ მისთვის პატიმრობის, როგორც უკიდურესი ფორმის გამოყენება მიუღებელია, თუმცა, განმარტავს, რომ გაუმართლებელია 17 მაისს მომხდარი ინციდენტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავსი ქმედება არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებით ხორციელდება.

მსგავსი