ინციდენტი გორში

ღამით უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ გორელ აქტივისტს, ვახო ფიცხელაურს. დაშავებული ამბობს, რომ უცნობი პირები საცხოვრებელ სახლთან დაესხნენ თავს, მანქანით გაიტაცეს, სცემეს და ტელეფონი წაართვეს, თუმცა, მან მალევე მოახერხა გაქცევა. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები.

დაშავებულს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გაუწია. ამის შემდეგ ვახო ფიცხელაური გამოკითხვაზე გორის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლიციასთან მივიდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.