ილიაუნის სტუდენტების ნაწილი გაიფიცა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი გაიფიცა – მათ დაკავებულ სტუდენტებს გამოუცხადეს სოლიდარობა. საქმე ეხება დაკავებულ ლიკა ლორთქიფანიძეს, თათია აფრიამაშვილსა და ლუკა ნაცვლიშვილს – აქედან ორ სტუდენტს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული, 12-დღე აქვს შეფარდებული ბათუმელ სამოქალაქო აქტივისტ ლუკა ლორთქიფანიძესაც, რომელსაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
სტუდენტთა ნაწილის შეკრება ილიაუნთან 12:00 საათიდან დაიწყო – მთელი დღის განმავლობაში იგეგმება „ა“ კორპუსის წინ საპროტესტო გამოსვლები. ელოდებიან თსსუ-ს სტუდენტებსაც, რომლებიც ხუთის ნახევარზე დაკავებული სტუდენტების სოლიდარობის აქციას გამართავენ და საპროტესტო მარშით ილიაუნთან გადაინაცვლებენ – საბოლოო ლოკაცია მარშით რუსთაველის გამზირი იქნება.