ილია დარჩიაშვილი პრაღაში დმიტრო კულებას შეხვდა

ილია დარჩიაშვილი, პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში მალე მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს. მინისტრმა ხაზი გაუსვა ასოცირებული ტრიოს როლს რეგიონში და სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს. მინისტრები მიესალმნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიწვევას.