ილჰამ ალიევის განცხადება 

ილჰამ ალიევმა შუშის გლობალურ მედიაფორუმზე დასავლეთთან აზერბაიჯანის ურთიერთობაზე ისაუბრა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით,  ტრამპი იზიარებს ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ შორის ოჯახურ ღირებულებებს და მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა საერთაშორისო უსაფრთხოების უფრო გლობალური საკითხებით არის დაკავებული, სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციას მაინც აკონტროლებს.

ალიევმა ასევე თქვა, რომ გარკვეულ დასავლურ წრეებში იყო დიდი იმედგაცრუება, რომ აზერბაიჯანი ზედმეტად დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს.