„ილ 76“-ის ჩამოვარდნის ფაქტზე უკრაინა საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს

საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია რუსეთის ბელგოროდის რეგიონში მომხდარი ავიაკატასტროფა.

რუსული მხარის ინფორმაციით, ჩამოვარდნილ სატრანსპორტო ლაინერში უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ. რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოგდებაში მოსკოვი კიევს ადანაშაულებს და ფაქტს ტერორისტულ აქტად აცხადებს. რუსეთის ხელისუფლებამ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა მოითხოვა. მოსკოვის მტკიცებით, კატასტროფის ადგილზე რაკეტის ელემენტებია ნაპოვნი. ახლა რუსეთის დუმა აშშ-ის კონგრესის და გერმანიის ბუნდესტაგის მიმართ მიმართვას ამზადებს, რადგან ფიქრობს, რომ სწორედ ამერიკა და გერმანია ამარაგებენ უკრაინას საზენიტო-სარაკეტო სისტემებით.

უკრაინა ბრალდებებს უარყოფს და საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.