იერუსალიმში საშობაო ღვთისმსახურება ჩატარდა

საშობაო ღვთისმსახურება ჩატარდა იერუსალიმში. ბეთლემში ათასობით პილიგრიმი იმყოფებოდა. მესა აღავლინა იერუსალიმის ლათინური აღმსარებლობის პატრიარქმა. ქრისტეშობის ტაძარში სადღესასწაულო მსახურებას პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასიც ესწრებოდა.

შობის დღესასწაული ბეთლემში განსაკუთრებულად აღნიშნეს. გადმოცემის თანახმად, ქრისტე ბეთლემში დაიბადა. ყოველ წელს ათასობით მორწმუნე მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩადის, რომ დღესასწაულს ბეთლემში დაესწროს.