სირიის საჰაერო ძალებმა, რუსეთის ავიაციასთან ერთად, იდლიბის პროვინციაში თურქეთის სამხედრო კოლონაზე იერიში მიიტანა. შემთხვევას 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 32 ჯარისკაცი. ისინი თურქეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის გამო, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. რის შემდეგაც ანკარამ, ასადის რეჟიმის პოზიციებზე, საპასუხო იერიშის განხორციელება დაიწყო.