იენს სტოლტენბერგს მიაჩნია, რომ ნატო-ს მიდგომა რუსეთის მიმართ, კერძოდ შეკავების პოლიტიკა, სწორია

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ნატო-ს მიდგომა რუსეთის მიმართ, კერძოდ შეკავების პოლიტიკა სწორია. იენს სტოლტენბერგმა ამის შესახებ ბერლინში ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

გერმანიის კანცლერმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ალიანსის  წევრი ქვეყნების თავდაცვის ხარჯების საკითხი განიხილეს. საუბარია 2024 წლისთვის წევრი სახელმწიფოების  თავდაცვის ხარჯის გაზრდაზე ამავე ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე. იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე, წევრი ქვეყნები, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ერთიან შეთანხმებას მიაღწევენ.