იენს სტოლტენბერგის ინტერვიუ

„პუტინი თუ ამ ომიდან გაიგებს, რომ მას უბრალოდ შეუძლია გააგრძელოს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით“- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ევროპამ არ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა მაშინაც კი, თუ ხარჯები მაღალია, არა მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერისთვის, არამედ ენერგიისა და სურსათის ფასების ზრდის გამო, – აცხადებს სტოლტენბერგი.